Logo

გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

სამართალი
830
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი - 1986 წელს დაბადებული გ.ა. და 1961 წელს დაბადებულ გ.რ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე გ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შინაგან საქმეთა  სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, გ.რ.-ს უკანონოდ გადასცა "მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი, ასევე, უკანონოდ ინახავდა.

გ.რ.-ს და  გ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია "მეთადონის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის "დ” ქვეპუნქტით, ასევე,  260-ე სეკუნდა მუხლის მე-7 ნაწილით და მე-8 ნაწილის "ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement