გენო პეტრიაშვილი – ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს


ავტორი
Front News საქართველო
ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელი და არაკორექტულია.
გენო პეტრიაშვილი ემიჯნება ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიაჩნია, რომ “საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი სჭირდება”.
“ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც ისევე როგორც ჩემს მეგობრებს მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – წერს გენო პეტრიაშვილი.
თაგები:
გენო პეტრიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს