გენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა დღეს სამი რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

ავტორი
Front News საქართველო
8 იანვარს უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტების სამი ვერტმფრენის განადგურება მოახერხეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა გაანადგურეს სამი ვერტმფრენი: Mi-24, Ka-52 და კიდევ ერთი, რომლის ტიპი ზუსტდება.
“ამავდროულად, ვერტმფრენები არ იყო ერთადერთი საჰაერო სამიზნე, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს. მათ ასევე ჩამოაგდეს მტრის სამი დრონი. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო სადაზვერვო “ორლანები”, – აღნიშნავენ გენშტაბში.





