გენშტაბი – უკრაინის დამცველებმა კიდევ 590 ოკუპანტი, 9 საარტილერიო სისტემა და 8 დრონი გაანადგურეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 182 660 (+590) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 17.04.2023-მდე: ტანკები – 3 660 (+3), ჯავშანტექნიკა – 7087 (+4), საარტილერიო სისტემები – 2 804 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 538 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 285 (+1), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 293 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2347 (+8), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5672 (+14), სპეციალური ტექნიკა – 328 (+2).
გენშტაბის ინფორმაციით, როგორც ცნობილია, ერთი კვირის განმავლობაში, 10 აპრილიდან 16 აპრილამდე, უკრაინელმა სამხედროებმა 3920 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია მოახდინეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მოახერხეს თვითმფრინავის, ვერტმფრენის და 27 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს