Logo

გენშტაბი – უკრაინის საჰაერო ძალებმა ბელგოროდში რუსეთის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს

უკრაინა
23.06.2024 / 13:57
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოტომსროლელი პოლკის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

 

ოპერაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობასთან თანამშრომლობით.

 

“საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაფიქსირდა აფეთქებები – სამიზნე წარმატებით განადგურდა”, – აცხადებენ გენშტაბში. 

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები