გენშტაბი – უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებულ წინსვლას აგრძელებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დამცველები წარმატებით მიიწევენ წინ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით სამხრეთ და აღმოსავლეთში – მელიტოპოლში, ბერდიანსკში და ბახმუტში, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალევმა.
მისივე თქმით, თავდაცვის ძალები ახორციელებენ წარმატებულ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის მიმართულებით ორეხოვო-ვასილივკას, ივანოვსკის, კურდიუმივკას, სევერსკის რაიონებში.
გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებით.
თავდაცვის ძალებისთვის უფრო სწრაფად მოძრაობენ სამხრეთ ფრონტზე. კონტრშეტევის დაწყების დღიდან, გათავისუფლებულია ტერიტორიის დაახლოებით 130 კვადრატული კილომეტრი, ბოლო კვირის განმავლობაში – 17 კვადრატული კილომეტრი.
საერთო ჯამში, კონტროლი აღდგა 9-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე სამხრეთში.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს