გენშტაბი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსეთის 17 თავდასხმა მოიგერიეს


ავტორი
Front News საქართველო
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 17 რუსული თავდასხმა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობენ.
გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა მოიგერიეს რუსი აგრესორების თავდასხმები მათ შორის ბელოგოროვკას დასახლებებში, ბერესტოვში, იაკოვლევკაში, სოლედარში, ბახმუტში, ოპიტნოეში, კლესჩიევკაში, ანდრეევკაში, კურდიუმოვკაში, ვოდიანოეში, პერვომაისკოესა და ნოვომიხაილოვკაში.
“გასული დღის განმავლობაში რუსებმა განახორციელეს 10 სარაკეტო, 16 საჰაერო დარტყმა და ასევე განახორციელეს 30-ზე მეტი დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
არსებობს მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხე მთელს უკრაინაში ენერგოსისტემის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე”, – აცხადებენ გენშტაბში.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს