გენშტაბი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო პუნქტს მაღალი სიზუსტით დაარტყეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი დამცველები დღეს, 7 იანვარს თავს დაესხნენ რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტს კურსკის ოლქში. მასზე მაღალი სიზუსტით დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ასეთი თავდასხმები უკრაინელი დამცველების სამხედრო ოპერაციების ნაწილია, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იბრძვიან.
უკრაინა გამოიყენებს ყველა შესაძლო მეთოდს, რათა გაანადგუროს მტრის შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინელების უსაფრთხოებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ გენერალურმა შტაბმა ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტით დარტყმა მიაყენეს მტრის სამეთაურო პუნქტს კურსკის რაიონის სოფელ მარინოში.
ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის შედეგად, ორი რუსი ვიცე-პოლკოვნიკი – ვალერი ტერეშჩენკო და პაველ მალეცკი დაიღუპნენ.
5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმია კვლავ გადავიდა შეტევაზე რუსეთის კურსკის ოლქში და ერთდროულად რამდენიმე რაიონში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს