Logo

გენშტაბი – უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დანაკარგებმა 89 ათას ადამიანს გადააჭარბა

უკრაინა
01.12.2022 / 11:49
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 89 440 (+560) ჯარისკაცი დაკარგა.           

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 01.12-მდე: ტანკები – 2 915 (+1), ჯავშანტექნიკა – 5 877 (+5), საარტილერიო სისტემები – 1 904 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 395 (+0).   

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 210 (+0), თვითმფრინავი – 280 (+0), ვერტმფრენები – 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1562 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 531 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4441 (+12), სპეციალური ტექნიკა – 163 (+0). 

Advertisement