Logo

Georgian Airways თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

საზოგადოება
757
Frontnews image description

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. 

 

“ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა”, – აცხადებენ სააგენტოში.

თაგები:

Georgian Airways
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები