შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

video grab

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.
"მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს.
ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ. ეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა და მზია უსამართლოდ დააჯარიმა.
მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას", - წერს "საიას" თავმჯდომარე, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ნონა ქურდოვანიძე.
სასამართლო პროცესი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაგეგმილი.
18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი ოთხი თვეა, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს