Logo

ირაკლი კობახიძე უნგრეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
247
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს საქართველო-უნგრეთის პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროებში.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.

პრემიერმა უნგრეთის ელჩს უნგრეთის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თაგები:

Advertisement