
ავტორი
Front News საქართველო
გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
“ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი საქართველოში არსებული სიტუაციით ღრმად ვართ შეშფოთებულები.
ჩვენი ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერები არიან და აქტიურად უჭერდნენ მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, 2023 წლის დეკემბერში მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.
ღრმა მწუხარებით ვუყურებთ საქართველოსა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ევროპული ღირებულებების და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, როგორიცაა ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება.
საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს