გერმანია უკრაინის ბიუჯეტის მხარდასაჭერად დაახლოებით მილიარდ ევროს გამოყოფს


ავტორი
Front News საქართველო
გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას მოკლევადიანი საბიუჯეტო მხარდაჭერით, დაახლოებით ერთი მილიარდი ევროს ოდენობით, თანხების გამოყენება იგეგმება სახელმწიფო სისტემის ეფექტურობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა.
როგორც ლინდნერმა განაცხადა, G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საუბარია გრანტებზე, დამატებითი დავალიანებების გარეშე და მიზნად ისახავს ომით განადგურებული უკრაინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას.
მისივე თქმით, დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს