გერმანიამ დანიასთან ერთად უკრაინას კიდევ რვა Leopard 1A5 გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიამ, დანიასთან ერთად, სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინას კიდევ რვა Leopard 1A5 საბრძოლო ტანკი გადასცა.
გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ნუსხის მიხედვით, 29 ივლისის მდგომარეობით, უკრაინამ გერმანიიდან მიიღო 58 Leopard 1A5, მანამდე კი 50.
ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა გერმანიიდან მიიღეს 21 ათასი საბრძოლო მასალა Gepard-ის თვითმავალი საზენიტო იარაღისთვის და ორი ჯავშანტექნიკა Bergepanzer 2 სათადარიგო ნაწილებით.
გარდა ამისა, მოკავშირე ქვეყანამ უკრაინას გადასცა 10 დრონი, 10 სახმელეთო სათვალთვალო რადარი, დაახლოებით 25 ათასი საბრძოლო ჩაფხუტი და საველე ჰოსპიტალი.
თაგები:
ლეოპარდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა