გერმანიამ შესაძლოა, უკრაინას 160-მდე Leopard 1-ის ტანკი მიაწოდოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას შეუძლია, მიიღოს 160-მდე Leopard 1-ის მთავარი საბრძოლო ტანკი გერმანიის სამრეწველო საწყობებიდან. კომპანიებს – Rheinmetall-სა და FFG-ს შეუძლიათ თავიანთი მანქანების მნიშვნელოვანი ნაწილის განახლება, – ინფორმაციას Handelsblatt ავრცელებს.
მწარმოებელი Flensburger Fahrzeugbau (FFG) ამბობს, რომ მას აქვს 99 Leopard 1 ტანკი, ხოლო Rheinmetall-ს აქვს კიდევ 88 Leopard 1 მთავარი საბრძოლო ტანკი. ტანკი არის Leopard 2-ის წინამორბედი, რომლის 14 ერთეული უკრაინამ უკვე უნდა მიიღოს გერმანიიდან.
Leopard-ის ტანკების მიწოდებით უკრაინის არმიის ძალა საგრძნობლად გაიზრდება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება სრულად აღჭურვილი FFG-ისა და Rheinmetall-ის საბრძოლო მანქანები. საწარმოს ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. კომპონენტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს “ლეოპარდის” სხვა ტანკების განახლებისთვის.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაფარავს რეკონსტრუქციის ხარჯებს.
თაგები:
ლეოპარდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს