გერმანიაში, კოვიდშეზღუდვების საპროტესტო მანიფესტაციაზე, 13 პოლიციელი დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ქალაქ მანჰეიმში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო მანიფესტაცია ჩატარდა, თუმცა ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, ყველა სახის შეკრება აკრძალულია.
მანიფესტაციის დროს, ქვეყნის საპოლიციო ძალები მიტინგის დაშლას შეეცადნენ, რაც ფიზიკურ შეტაკებებში გადაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აკრძალვების მიუხედავად, ქალაქში 17 ათასი ადამიანი შეიკრიბა კოვიდშეზღუდვების გასაპროტესტებლად.
შეტაკებების შედეგად დაშავებულია 13 პოლიციელი, რომლებმაც დაზიანებები მაშინ მიიღეს, როდესაც საპროტესტო მარშის შეჩერებას შეეცადნენ.
ცნობილია, რომ, მძიმე დაზიანებების გამო, ერთ-ერთი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
ადგილობრივმა პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს „მშვიდობიანად დაშლისკენ“ მოუწოდა ტვიტერის მეშვეობით, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, აღნიშნული აქციის პარალელურად, სხვა მანიფესტაციებიც ჩატარდა მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად.
თაგები:
გერმანია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს