გერმანიაში, თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
გერმანიაში, თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 22 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, მოქალაქემ სამი კაცი შეამჩნია, რომლებიც სიგარეტის აპარატს ძარცვავდნენ.
შესული შეტყობინების საფუძველზე, მალევე დაიწყო გამოძიება და პოლიციამ აღმოაჩინა პოლონეთში რეგისტრირებული ავტომობილი, რომლის შემოწმების დროსაც დიდი რაოდენობით მონეტები იპოვეს.
23, 28 და 32 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
თაგები:
ქურდობა




