გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიაში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, 50-ზე მეტი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
დაღუპულთა შორის არის ორი მაშველი, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
სტიქიამ ყველაზე მეტად რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწები დააზარალა.
დაზარალებულების დასახმარებლად მთავრობამ ვერტმფრენები და ასობით ჯარისკაცი გაგზავნა. პოლიციის ინფორმაციით, წყალდიდობის გამო, ათეულობით ადამიანი დახმარებას სახლის სახურავებზე ელოდება.
“შეძრული ვარ ამ კატასტროფით. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. მადლობას ვუხდი საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს”,- აღნიშნა ანგელა მერკელმა.
წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რის შემდეგაც მდინარეები ადიდდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს