გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციას მმართველი უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი – “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, “მწვანეებმა” და “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ოპოზიციური პარტიები – “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი”, ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ულტრამემარცხენე “სარა ვაგენკნეხტის კავშირი” წინააღმდეგ წავიდნენ. “მემარცხენეებმა” კი თავი შეიკავეს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს წინსვლა ვერ ექნება.
რეზოლუციაში ნახსენებია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც და აღნიშნულია, რომ “პარტიის დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული”.
ბუნდესტაგის წევრებმა ხაზი გაუსვეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით რეზოლუციაში წერია, რომ არჩევნები “იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ”.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, “ზედმიწევნით ადევნოს თვალი საქართველოში არსებულ სიტუაციას, რათა გამოავლინოს შესაძლო ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს”.
თაგები:
რეზოლუცია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა