
ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის მთავრობას საკუთარი ოფიციალური პოზიცია გააჩნია, ვიოლა ფონ კრამონი კი საკუთარი შეხედულებების შესახებ საუბრობს – ამის შესახებ “იმედს“ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განუცხადა, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ამას იმსახურებს ხალხი და არა მთავრობა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, ის დეკემბერში გახდება ცნობილი.
“გერმანიის მთავრობას საკუთარი ოფიციალური პოზიცია გააჩნია, ვიოლა ფონ კრამონი კი საკუთარი შეხედულებების შესახებ საუბრობს, ასე რომ, როგორც ელჩს, არ შემიძლია, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე კომენტარი გავაკეთო, რადგან, ის ევროპარლამენტის დამოუკიდებელი წევრია. მას საკუთარი მანდატი აქვს და მის პირად მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, ის დეკემბერში გახდება ცნობილი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
თაგები:
პეტერ ფიშერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს