გერმანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი რუსეთთან მჭიდრო კავშირების ბრალდებების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი არნე შიონბომი რუსეთთან მჭიდრო კავშირების ბრალდებების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ტელეარხი ZDF-ის გამოძიების თანახმად, არნე შიონბომი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ასოციაცია გერმანიის კიბერუსაფრთხოების საბჭოსთან, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყო რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან.
გამოძიების ავტორებმა გაარკვიეს, რომ ბერლინში მდებარე კომპანია Protelion GmbH, რომელიც აღნიშნული ასოციაციის წევრია, მარტის ბოლომდე მუშაობდა სახელწოდებით Infotecs GmbH და იყო რუსული კომპანია InfoTeKS-ის შვილობილი კომპანია, რომელიც დააარსა “კგბ“-ს ყოფილმა ოფიცერმა ანდრეი ჩაპჩაევმა.
თაგები:
გერმანია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს