
ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. Reuters-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას და მათი განაცხადების დაჩქარებული წესით გადახედვას ემსახურება.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვაში მოსახლეობა პოლიტიკური დევნის რისკის ქვეშ არ არის. უწყების მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ამ ორი ქვეყნიდან თავშესაფრის ძიების თაობაზე შეტანილი განაცხადების 99.9% უარყოფილი იყო.
უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანასთან ერთად ნენსი ფეზერმა საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის შეთანხმებების გაფორმებაც დააანონსა. მინისტრის თქმით, ეს ქართველ და მოლდაველ ხალხს გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
თაგები:
გერმანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს