გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. ვიზიტი დაანონსებული არ იყო.
“უკრაინა ასევე იცავს ჩვენს თავისუფლებას და ჩვენ ყველას დიდი გამბედაობით და მონდომებით. ისევე როგორც უკრაინა დგას ჩვენზე, მას ასევე შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი”, – განაცხადა მან კიევში ჩასვლისას.
ბერბოკის თქმით, ევროკავშირი ახლა ამზადებს გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ზამთრისთვის მზადება მიმდინარეობს, მაგრამ “მიუხედავად წელიწადის დროისა“, გერმანია არ წყვეტს „უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად – ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, ჰუმანიტარულად“.
ბერბოკმა ასევე ბავშვების რუსეთში იძულებითი დეპორტაციის საკითხზე ისაუბრა.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ორგანიზაციებს, უკრაინის ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ გატაცებული ბავშვების სახლში დაბრუნებაზე. და ამ დანაშაულების გახსნის მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდების წაყენება ასევე მნიშვნელოვანი წვლილია ამ საქმეში”, – განაცხადა ბერბოკმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ანალენა ბერბოკის მეოთხე ვიზიტია უკრაინაში.
თაგები:
ანალენა ბერბოკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს