
ავტორი
Front News საქართველო
“პეტერ ფიშერმა ჩვენი პოზიცია გამოხატა, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს”, – ასე პასუხობენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში “ფორმულას” კითხვას პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
“ქართველ ხალხს სურს მომავალი ევროკავშირში და მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. თუმცა, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ამ გზას გადაუხვია. ვენეციის კომისიის მიერ 21 მაისს გაკეთებული განცხადება არის ძალიან მკაფიო: კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და უნდა გაიწვიონ.
ეს არის გერმანიის მთავრობის პოზიცია, რომელიც საქართველოში ჩვენმა ელჩმაც გამოხატა. მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, როდესაც საქმე ეხება მის დავალებას გაუწიოს მონიტორინგი ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებას და ინტერაქცია ჰქონდეს ქართულ მედიასა და ქართულ საზოგადოებასთან გერმანიის მთავრობის პოზიციის ასახსნელად და გამოსახატავად”, – აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში “ფორმულასთან”.
თაგები:
გერმანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს