გერმანიის შემდეგ ზელენსკი პარიზში ვიზიტით ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის შემდეგ ვიზიტით პარიზში ჩავიდა.
“პარიზი. ყოველი ვიზიტით უკრაინის თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები იზრდება. ევროპასთან ურთიერთობა მყარდება და რუსეთზე ზეწოლა იზრდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ ემანუელს. განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მოსალოდნელია, რომ ზელენსკი მაკრონთან სამუშაო ვახშამს გამართავს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და ჰუმანიტარული საჭიროებების განხილვა. სახელმწიფოს ლიდერები მშვიდობის უკრაინული ფორმულის განხორციელებასაც შეეხებიან.
ამ შაბათ-კვირას ზელენსკი ევროპის დედაქალაქების ტურნეში გაემგზავრა. შაბათს უკრაინის პრეზიდენტი ეწვია რომსა და ვატიკანს, რის შემდეგაც იგი რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად გერმანიაში ჩავიდა, გერმანიის შემდეგ კი ზელენსკი პარიზს სტუმრობს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვიზიტების ერთ-ერთი მიზანი კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღის მოპოვებაა. გარდა ამისა, ზელენსკი მუშაობს საავიაციო კოალიციის შექმნაზე.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი