ღამის თავდასხმა უკრაინაზე – ყველა საჰაერო სამიზნე განადგურებულია


ავტორი
Front News საქართველო
3 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას ირანული “შაჰედის” ტიპის თავდასხმის დრონებით და “კალიბრის” რაკეტებით შეუტიეს. ყველა საჰაერო სამიზნე განადგურდა, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, 8 “შაჰედის” გაშვება სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოხდა, შავი ზღვიდან კი სამი ფრთოსანი რაკეტა “კალიბრის“.
“საჰაერო თავდაცვა მუშაობდა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, საჰაერო სარდლობის “სამხრეთის”, “აღმოსავლეთის” და “ცენტრის” პასუხისმგებლობის ზონებში.
ყველა საჰაერო სამიზნე – 8 “შაჰედ”-136/131 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი და 3 “კალიბრის” ფრთოსანი რაკეტა განადგურდა!“ – წერს საჰაერო ძალების პრესსამსახური.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს