ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა - ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით თანხა


ავტორი
Front News საქართველო
ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურის ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
"ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს, დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ადგილზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები.
ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და სამძებრო ღონისძიებები. შედეგების თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად მოგახსენებთ", - განაცხადეს პროკურატურაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა