“ღარიბაშვილს არ აქვს მორალური უფლება, რაიმე სახის მოლაპარაკება აწარმოოს”


ავტორი
Front News საქართველო
ღარიბაშვილს არ აქვს მორალური უფლება, რაიმე სახის მოლაპარაკება აწარმოოს – ამის შესახებ პარტია "გამარჯვებულები საქართველოს" წევრმა გურამ ჩაგალაშვილმა განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან გადაწყვეტილების მიმღები ივანიშვილია.
"დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა, ის თუ როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები. ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი 16 მარტს, რაც შეეხება იმას, მაგიდის მეორე მხარეს ვინ იჯდება, ამას ჩემი აზრით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს, ის ადამიანი იქ არ მოდის და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, ღარიბაშვილი იქნება, თალაკვაძე, მდინარაძე, თუ კობახიძე დიდი მნიშვნელოვა არ აქვს. უბრალოდ ღარიბაშვილს არანაირი მორალური და ზნეობრივი უფლება არ აქვს საერთოდ გამოჩნდეს მედიასთან, ან რაიმე სახის მოლაპარაკება აწარმოოს"-განაცხადა ჩაგალაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს