
ავტორი
Front News საქართველო
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზის განხოციელებულ იერიშს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელზე მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო იერიშს კი, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დაღუპულთაგან 30 პალესტინელია, მათ შორის 10 – ბავშვი. დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა, მას შემდეგ, რაც მოძრაობა „ჰამასმა“ თელავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ორი ლიდერის ლიკვიდაცია შეძლეს.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს