ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთზე ოკუპანტებმა მორიგი ხნულები გაავლეს

ავტორი
Front News საქართველო
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხნულების გავლებას აგრძელებენ.
ტახტისძირის შემდეგ, ოკუპანტებმა სამუშაოები ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთზე დაასრულეს.
ხნულები დაახლოებით 8 კმ მანძილზეა გავლებული. მანამდე, ტერიტორია ძელებით მონიშნეს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გამყოფი ხაზის გასწვრივ, ანალოგიური ხნულები 2 კვირის წინ სოფელ ტახტიძირშიც გაავლეს და ამავე მონაკვეთზე შემდგომ ბოძებიც დაამონტაჟეს.
თაგები:





