
ავტორი
Front News საქართველო
ეს ნაძირლები როგორ ბედავენ, რომ უკრაინის მართლა გმირი ხალხის მართლა გმირ ხელისუფლებას ეკინკლავებიან?! – ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ უკრაინასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნებისთვის“ ზელენსკიც და არახამიაც ნაცები არიან და მათი გამარჯვება არ უნდათ.
“ქართული ოცნების“ საქციელის გამო მე მრცხვენია. ეს ნაძირლები როგორ ბედავენ, რომ დღეს ეკინკლავებიან უკრაინის მართლა გმირი ხალხის მართლა გმირ ხელისუფლებას?! რაღაცას კიდევ აქეთ ედავებიან და ემართლებიან, არც ერიდებათ გამოხატვა, რომ საერთოდ არ უნდათ მათი გამარჯვება, არ უნდათ ზელენსკის გამარჯვება – ის ნაცია, არ უნდათ არახამიას გამარჯვება – ის ნაცია. თუ კი ვინმე სენატორია, კონგრესმენია, ევროპარლამენტარია, ვინც მათ გააკრიტიკებს, ყველა ნაცია.
ღიად ამბობენ, რომ სანქციებს არ შეუერთდებიან და შემდეგ უკრაინის დაზვერვამ რომ თქვა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთს დაეხმაროს სანქციების გვერდის ავლაში, როგორ გაბედეს ესო. გავრილოვი ჩამოგვიყვანეს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს, ბავშვებს თვალები დათხარეს და თურმე ამას როგორ იკადრებდენენ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
თაგები:
გია ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს