
ავტორი
Front News საქართველო
ესენი არიან რუსები ქართული გვარებით, როგორც ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და სტალინი იყვნენ, ასე, ქართული გვარებით პუტინის საქმეს აკეთებენ, ნელ-ნელა ხრავენ საქართველოს ეკონომიკას, გააქციეს ქართველები და შემოიყვანეს რუსები. კადიროველების საჯლიგინოდ აქციეს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი კეთილდღეობისთვის შეიქმნა ყველაფერი და ქვეყნიდან კი ქართველები გააქცია.
“კეთილდღეობა შეიქმნეს თავისთვის, გახდნენ მილიონერები და მილიარდერები, გამოშიგნეს ქვეყნის ბიუჯეტი, ეკონომიკა და სწორედ ამ დროს 800 ათასი ქართველი გაიქცა საქართველოდან იმის გამო, რომ მან თავისი ადგილი ვერ ნახა ჩვენს ქვეყანაში. რომელი ერთი დაპირება შეუსრულეს ქართველ ხალხს? – არცერთი. მატყუარები, აფერისტები არიან.
ქართული გარეგნობისა და ეთნიკურობისაა, მაგრამ რუსი ოლიგარქია, რომელმაც ჩაიდო ჯიბეში საქართველო და ლაპარაკობს უტიფრობას, კრემლის გზავნილებს, ცუდადაც კი კითხულობდა, რასაც დაუწერდნენ იმას წაიკითხავს და რაღაც მოიგონეს გლობალური ომის პარტია, თითქოს გლობალური ომის პარტია თან დასავლეთია, თან ვითომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა. თქვეს, რომ თითქოს ევროპელი მეგობრების წინააღმდეგობის მიუხედავად, მიგვიღია თურმე კანდიდატის სტატუსი, ანუ გერმანელების, ფრანგების, პოლონელების წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ?
ესენი არიან რუსები ქართული გვარებით. როგორც ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და სტალინი იყვნენ, ასე, ქართული გვარებით პუტინის საქმეს აკეთებენ, ნელ-ნელა ხრავენ საქართველოს ეკონომიკას, გააქციეს ქართველები და შემოიყვანეს რუსები. კადიროველების საჯლიგინოდ აქციეს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თაგები:
გია ბარამიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს