
ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ღამე გაათენეს. მათი თქმით, პროტესტი უწყვეტ რეჟიმში იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
“გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ ამ ციხესთან ვიყოთ დღისითაც და ღამითაც, მუდმივად. გვინდა, გავამხნევოთ მიხეილ სააკაშვილი და ფიზიკურად მასთან რაც შეიძლება, ახლოს ვიყოთ. ეს იყოს ერთ-ერთი ეპიცენტრი პროტესტისა, რომელიც მიმართულია რეჟიმის წინააღმდეგ და პირველ ყოვლისა, ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, თანამდეროვე სახელმწიფოებრიობის დამფუძნებლის მიხეილ საკაშვილის გათავისუფლებას”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ბარამიძემ.
მორიგი აქცია სასჯელაღსრულების #12 დაწესებულებასთან დღეს, 18:00 საათზე გაიმართება. დღეს აქცია გაიმართება ზუგდიდშიც.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს