გია ბარამიძე – ხელისუფლებას არჩევნების დღისთვის 2-ათასკაციანი დაჯგუფება ჰყავს მობილიზებული


ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებას არჩევნების დღისთვის კრიმინალური სამყაროსა და რადიკალური ჯგუფების წრიდან 2 ათასკაციანი დაჯგუფება ჰყავს მობილიზებული, – ამის შესახებ Front News-ს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, “ქართული ოცნება” ემზადება იმ სცენარის დიდი მასშტაბით განხორციელებისათვის, რაც 2020 წლის არჩევნებზე გლდანში ვიხილეთ.
“ივანიშვილის კრიმინალურ დაჯგუფება არჩევნების გასაყალბებლად ეყრდნობა როგორც იმ ბერკეტებს, რომელიც ხელში აქვს ჩაგდებული, სუსი იქნება ეს, პოლიცია თუ პროკურატურა და მისი ჯიბის სასამართლო, ასევე ყავს ადამიანები კრიმინალური სამყაროდან, რომლებიც უშუალოდ მათთან თანამშრომლობენ და გარიგებულები არიან, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. ამ კრიმინალური სამყაროსა და რადიკალური ჯგუფების წრიდან ყავთ შერჩეული დაახლოებით 2 ათასი ადამიანი, რომლებიც მოწოდებული და მომზადებული არიან, რომ ერთის მხრივ, არჩევნების დღეს, სხვადასხვა უბნებზე განახორციელონ მოქალაქეების დაშინება და საჭიროების შემთვევაში, სადაც ისინი დამარცხდებიან და ასეთი იქნება უდიდესი უმრავლესობა, მოახდინონ ძალისმიერი აქციები – დარბევები უბნების, დაშინება და ცემა ხალხის, იმ მოდელით, რაც ნიკა მელიას გაუკეთეს გლდანში. ყველას კარგად ახსოვს უბნებზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, ოფისის დაწვა, უბნების დარბევა, იარაღის ტრიალი, რისთვისაც პასუხი არავის უგია”, – განაცხადა გია ბარამიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სწორედ ამ დაჯგუფების წევრებიდან აქვს.
“იმ 2 ათასი კაციდან და პატარ-პატარა დაჯგუფებიდან მოდის ინფორმაცია და ხელისუფლებას ნუ ჰგონია, რომ ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ”, – აღნიშნა ბარამიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს