Logo

გია დვალი – ის, ვინც ჩვენ მთავრობა გვგონია, ასრულებს დავალებას, დივერსანტია

პოლიტიკა
614
Frontnews image description

ის, ვინც ჩვენ მთავრობა გვგონია, ასრულებს დავალებას, დივერსანტია. მათი დავალება არის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის  სტატუსი, – ამის შესახებ ფიზიკოსმა  გია დვალმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ვისაც შეუძლია რომ ხმა მიაწვდინოს ევროპას, უნდა აუხსნას, რომ გარედან დახმარების გარეშე ჩვენ ამ მთავრობას რეკომენდაციების შესრულებას ვერ ვაიძულებთ. 

 

“როგორღაც უნდა დაგვეხმარონ ევროპელი პარტნიორები. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ევროპამ გაიაზროს, რომ ჩვენც ომში ვართ, ჩვენ ვართ დივერსიის მსხვერპლი, ოღონდ დივერსია ჩვენთან სხვანაირად განხორციელდა.  

 

მთავრობას, რომელსაც რეაგირება არ აქვს, როდესაც ქუჩაში 100 ათასი და 150 ათასი ადამიანი გამოდის, ეს არ არის მთავრობა.  ის ვინც ჩვენ მთავრობა გვგონია, ასრულებს დავალებას, დივერსანტია.  მათი დავალება არის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის  სტატუსი. ჩვენ მთავრობას ვეძახით, თორემ ეგენი არ არიან მთავრობა.

 

პრეზიდენტმა და ნებისმიერმა, ვისაც ხმა მიუწვდება ევროპასთან, უნდა აუხსნას, რომ ჩვენ ვართ ასეთ სიტუაციაში.  ბანკში რომ შევარდნენ გაგნსტერები, აიყვანეს მძევლები, პოლიცია ეუბნება მძევლებს, თქვენ თუ არ აიძულებთ მათ 12 პუნქტის მიღებას, ჩვენ ვერ დაგეხმარებით, ასეთ სიტუაციაში ვართ. 

 

ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც დავალებას ასრულებს. ეს არის სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა გია დვალმა “ფორმულასთან“.

თაგები:

გია დვალი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები