
ავტორი
Front News საქართველო
„ყველაზე საშინელი თვისება უმადურობაა. ხშირად მესმის ირონიულად ნათქვამი ფრაზა “მიშა მოგვაცილაო”. დიახ მოგვაცილა. თუ არ გჯერათ დაგუგლეთ სად არის ახლა და ნახავთ.“-წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს იუბილეს ულოცავს.
„დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ჩემ შვილებს სამების ტაძარში სანთლები აქვთ დანთებული. წელს დენდროპარკში წავიყვან აუცილებლად და თუ სკოლაში კარგად ისწავლეს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარებენ. ყველაზე საშინელი თვისება უმადურობაა. ხშირად მესმის ირონიულად ნათქვამი ფრაზა “მიშა მოგვაცილაო”. დიახ მოგვაცილა. თუ არ გჯერათ დაგუგლეთ სად არის ახლა და ნახავთ. ჩართეთ ტელევიზორები ე.წ. კრიტიკულ არხებზე და ნახავთ. ჰოდა ცოტა ხელი ჩვენც უნდა გავანძრიოთ. არ ვზომავ იმ საქმეებს რაც იმ კაცმა თავის სამშობლოს გაუკეთა იმ ფულით, რაც უამრავი სიკეთის გაკეთებაში გადაიხადა. ვზომავ სიყვარულით და იმ უანგარობით, რაც დიდ სიყვარულს თან ახლავს. პირადად არ ვიცნობ. ერთხელ მყავს ნანახი და ვულოცავ. გულით ვულოცავ და იმ ბედნიერებას ვუსურვებ, რომელიც ასეთ ადამიანს ეკუთვნის“- წერს გია გაბრიჭიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს