გია გაბრიჭიძე – მგიმო დამთავრებულმა კი უნდა იცოდეს, რომ “ნაწილ-ნაწილ” ნატო-ში შესვლის იდეა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვას ნიშნავს

ავტორი
Front News საქართველო
“მოდით და საზოგადოებამ გაარკვიოს თუ რომელია ღალატი და რუსული ნარატივი – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაქართულ მიწებად დასახელება (რესპუბლიკური პარტიის მუდმივი პოზიცია) და რუსული რუბლების ჯიბეში ჩაკუჭვა, თუ პრობლემის რეალისტური ხედვა და მისი გადაჭრის გზების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება”, – ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის განცხადების გამოხმაურებების შესახებ წერს.
როგორც გაბრიჭიძე წერს, “ამ ვითომდა დასავლურად მოაზროვნე ტიპებმა აიტაცეს პრემიერის ეს ლოგიკური განცხადება და ჩასაფრებული გიენებივით მიესივნენ”.
“ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
რა თქმა უნდა, ამ ვითომდა დასავლურად მოაზროვნე ტიპებმა მაშინვე აიტაცეს პრემიერის ეს ლოგიკური განცხადება და ჩასაფრებული გიენებივით მიესივნენ:
თინა ხიდაშელი – ეს არის ერთმნიშვნელოვნად რუსული ნარატივი. არავის, არასოდეს ოფიციალურ დონეზე ჩვენთვის არ უთქვამს ეს არგუმენტი.
ლენა ხოშტარია – კიდევ ერთი ღალატი! ნატო არაო!
მე არ ვიცი რა ასწავლეს ამ აქტიურ ქალბატონებს “წმინდა მიხეილის კლასში”, მაგრამ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, უნდა იცოდეს ლუკ კოფის ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მთელი საქართველო იურიდიულად ხდებოდა ნატოს წევრი, ოღონდ მე-5 მუხლი გავრცელდებოდა მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს წინადადება ნატომ არ მიიღო.
ხოლო მგიმო დამთავრებულმა კი უნდა იცოდეს, რომ “ნაწილ-ნაწილ” ნატო-ში შესვლის იდეა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვას ნიშნავს.
მოდით და საზოგადოებამ გაარკვიოს თუ რომელია ღალატი და რუსული ნარატივი – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაქართულ მიწებად დასახელება (რესპუბლიკური პარტიის მუდმივი პოზიცია) და რუსული რუბლების ჯიბეში ჩაკუჭვა, თუ პრობლემის რეალისტური ხედვა და მისი გადაჭრის გზების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება”, – წერს გაბრიჭიძე.
თაგები:





