
ავტორი
Front News საქართველო
იმის საშუალებას, რომ ჩვენ უნაგირი დავადგმევინოთ, არავის მივცემთ. ქართველი კაცი უნაგირს არ დაიდგამს, გამორიცხულია ეს ამბავი და ისტორიულადაც მილიონჯერ გამოცდილია, – ამის შესახებ “უცნობმა” “იმედის” ეთერში განაცხადა.
გია გაჩეჩილაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის “მოვდივართ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“, მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.
“ყველას ერთი საწუხარი გვაქვს. პირველ რიგში, საწუხარი გვაქვს ის, რომ გარედან ნუ ჩაერევიან ჩვენს სუვერენიტეტში. ჩვენ არ ვკადრულობთ, არ მივდივართ იქ და არ ვერევით არავის სუვერენიტეტში და არ ვკარნახობთ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ ნურც ისინი კადრულობენ ასეთ რამეს. იმეგობრონ ჩვენთან. იმის საშუალებას, რომ ჩვენ უნაგირი დავადგმევინოთ, არავის მივცემთ. ქართველი კაცი უნაგირს არ დაიდგამს, გამორიცხულია ეს ამბავი და ისტორიულადაც მილიონჯერ გამოცდილია. ნუ ებრძვიან ღმერთს! დაგვანებონ თავი ამ გარედან მოხვეული, თავიანთი პრობლემებით თუ არა პრობლემებით. არ ვიცი, ეს მაგათთან როგორ მიაჩნიათ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
თაგები:
უცნობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს