გია გაჩეჩილაძე – საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ნახავს, როგორ დადგება საქართველო ფეხზე და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა


ავტორი
Front News საქართველო
აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებული რეზოლუციით იდეალურად მივდიოდით და ყველაფერს ვაკმაყოფილებდით და უცებ 1 თვეში ყველაფერი შეიცვალა და თავდაყირა დადგა – რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა , – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა.
“30 წელია, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ყველაფრის საქმის კურსშია და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. ვისაც არ უნდა უნდოდეს და როგორც არ უნდა უნდოდეს, თავს არავის მოვატყუებინებთ. პირველ რიგში, ჩვენ საკუთარ ქვეყანას დავიცავთ, ეს არის ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილისა და მთელი საქართველოს შანტაჟი. საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს – ყველა ნახავს, როგორ დადგება საქართველო ფეხზე და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა. ეს რას ნიშნავს, ანუ, ამომრჩევლების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? პირობას ვიძლევით, მათ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
თაგები:
გია გაჩეჩილაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს