
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს თავიდან უნდა აეცილებინა, მდგარიყო იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვერდით, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება.
“26 ოქტომბერს ზუსტად ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. გვინდა, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის კანონის უზენაესობა, თუ გვინდა, ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც იქნება კანონის უზენაესობა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები.
საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს თავიდან უნდა აეცილებინა, მდგარიყო იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვერდით, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს საქართველოს განუყოფელ ტერიტორიას – აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ერთეულს”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს