
ავტორი
Front News საქართველო
არ იქნება ევროპის კავშირის არცერთი მაღალი რანგის შეკრება, სადაც საქართველოს საკითხი არ იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციებზე მსჯელობა ყოველდღიურობა გახდება.
“არ იქნება ევროპის კავშირის არცერთი მაღალი რანგის შეკრება, სადაც საქართველოს საკითხი არ იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი.
თქვენ ნახეთ წინა დღეებში, რომ ევროპის პარლამენტშიც ძალიან ფართო განხილვა იყო საქართველოს საკითხზე. ეს იქნება ყოველდღიურობა, სანამ საქართველოს მოქალაქეები არ მოიშორებენ ფაშისტურ რეჟიმს, რომელსაც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხის ნება”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ორშაბათს, 27 იანვარს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
თაგები:
გია ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს