გია ჯაფარიძე - არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია, ცდილობს, რომ რაც არის დარჩენილი თავისუფლების კუნძულები, ისიც გააქროს

ავტორი
Front News საქართველო
მე ბრძანებას ვასრულებ - ეს ჰგავს პილატეს საქციელს, პილატემაც ასე დაიბანა ხელები, ისიც ბრძანებას ასრულებდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციელები პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ანტიქრისტეები და ანტიქართველები არიან.
"არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია, რომელიც ვერ არღვევს, მიუხედავად დიდი მცდელობების, ამ საერთაშორისო იზოლაციას, ცდილობს, რომ საქართველოში დაამყაროს ერთპარტიული დიქტატურა, ცდილობს, რომ რაც არის დარჩენილი თავისუფლების კუნძულები, ისიც გააქროს. ძალიან აღიზიანებს პროტესტი რუსთაველზე. თუ ქართველი ხალხი შეეგუება არსებულ რეჟიმს, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწევს, რომ შეეგუოს ამ რეჟიმს, მაგრამ ეს არ ხდება. ახლა უკვე პროტესტის აკრძალვაზე გადავიდნენ, მაგრამ ეს დღეები რასაც ვხედავთ, მაინცდამაინც ეს წარმატებით არ გამოსდით.
ჩვენ ძველი ხალხი ვართ, ჩვენნაირი ძველი ხალხი სხვებიც არსებობენ, მაგრამ არ აქვთ სახელმწიფო, ჩვენ კი - გვაქვს და ის, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სხვადასხვა ფაქტორების გარდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორედ ასეთმა ინდივიდუალურმა გმირობებმა, ინდივიდუალური გმირი იყო მერაბ კოსტავა, ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ფაქტობრივად, რუსიფიცირებული საქართველო ხელიდან გამოსტაცა რუსეთს.
რაც შეეხება პოლიციელებს და დაკავებებს - მე ბრძანებას ვასრულებ - ეს ჰგავს პილატეს საქციელს, პილატემაც ასე დაიბანა ხელები, ისიც ბრძანებას ასრულებდა. ის მცველებიც ისე იქცეოდნენ, როგორც ეს პოლიციელები იქცევიან, ეს პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ანტიქრისტეები და ანტიქართველები. ამათ უნდათ, რომ ქრისტიანობაც მიიტაცონ, ქართველობაც, ამოეფარნენ რაღაცებს და ჩვენ გვასწავლიან, რა არის ქართველობა და რა - ქრისტიანობა", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


