
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ჩვენ უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”, სანამ ისინი ისეთ უფსკრულში გადაგვჩეხავენ, საიდანაც არ არსებობს შემობრუნების წერტილი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ მეტი ვართ, ვიდრე ისინი, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
“დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, დაიბლოკა 95 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც საქართველოს უნდა მოხმარებოდა. ეს 95 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გაზრდიდა ხელფასებს და დაწევდა ფასებს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ჩვენ უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”, სანამ ისინი ისეთ უფსკრულში გადაგვჩეხავენ, საიდანაც არ არსებობს შემობრუნების წერტილი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ მეტნი ვართ, ვიდრე ისინი. თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, ჩვენ დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”.
ჩვენ გავწევრიანდებით ევროკავშირში და შევძლებთ კეთილდღეობა და ბედნიერი ცხოვრება ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის – მივმართავ “ქართულ ოცნებას” და ბატონ კობახიძეს”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს