
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ გაფორმდა, როგორც საერთაშორისო კეთროვანი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ქვეყანა საქართველოს ძალოვნებს ასანქცირებს, მთავრობა მათ სხვადასხვა ჯილდოს გადასცემს.
“ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ გაფორმდა, როგორც საერთაშორისო კეთროვანი. ეს გადაწყვეტილება შეიძლება, გახდეს საფუძველი იმის, რომ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე კონკრეტული სახელმწიფოებისგან მოხდეს “ქართული ოცნების” სანქციების გაზრდა.
ჩვენი ამოცანა იყო, რომ ევროსაბჭოში მიგვეტანა ინფორმაცია პოლიტიკურ პატიმრებზე, ადამიანების უფლებების დარღვევაზე.
ჩეხეთმა დაასანქცირა რამდენიმე პირი და პასუხად დააჯილდოვეს ისინი. შემდეგი ქვეყანა რომ დაასანქცირებს პოლიციელებს, ალბათ, მანქანებს და ბინებს აჩუქებენ. ეს არის გაჯიბრება”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს