
ავტორი
Front News საქართველო
გარწმუნებთ, ჩვენ გვექნება გამარჯვების სია. ვემზადებით გამარჯვებისთვის. ჩვენ არ ვემზადებით მეორე ადგილისთვის, ვემზადებით “ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. ჩვენ გვექნება სია, რომელიც დადებს იმ წარმატებას, რასაც დიდი ხანია, ველოდებით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიესალმებიან ოპოზიციურ ფლანგზე ყველა გამსხვილებას და გაერთიანებას.
“ყოველთვის ვიყავით ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გაერთიანების მომხრე, როგორც ჩანს, ეს არ მოხერხდა. ვემზადებით „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ კოალიციური მთავრობისთვის“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სიის ოცეული ქვეყანაში პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
“ნანახი მაქვს „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ოცეული. ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ოცეულმა მოახერხოს და დაამარცხოს საქართველოში უმუშევრობა, შექმნას საქართველოში სამუშაო ადგილები, მოიზიდოს საქართველოში უცხოური ინვესტიცია. ვერ წარმომიდგენია, ეს ოცეული იჯდეს და საუბრობდეს ევროპის კავშირთან საქართველოს გაწევრიანების პირობებზე. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ოცეული აგვარებდეს რომელიმე იმ პრობლემას, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. ამ ოცეულის პატრონი პარტია ვის წარმოდგენილ სიებზე საუბრობს“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს