გია ჯაფარიძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკაა, რომ საქართველომ თავისი მნიშვნელობა დაკარგოს


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" პოლიტიკაა, რომ საქართველომ თავისი მნიშვნელობა დაკარგოს, რომ საქართველომ ვერ იპოვოს თავისი გეოპოლიტიკური ნიშა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მოსკოვის სურვილია.
"ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა, რომ საქართველომ თავისი მნიშვნელობა დაკარგოს, რომ საქართველომ ვერ იპოვოს თავისი გეოპოლიტიკური ნიშა, უფრო სწორად, ნაპოვნი გეოპოლიტიკური ნიშიდან გამოიყვანოს. ეს არის მოსკოვის სურვილი.
მე მახსენდება ევროპელი ლიდერების ვიზიტები ჩვენს რეგიონში, როცა ეს ვიზიტები შემოიფარგლებოდა მხოლოდ თბილისით იმიტომ, რომ ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებში არ არსებობდა ევროპული მისწრაფება და ევროპაში ინტეგრაციის სურვილი. დღეს ეს მოცემულობა არის შეცვლილი. მიზეზი კი "ქართული ოცნების" პოლიტიკაა", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს აზერბაიჯანში ჩავიდა, ის უკვე მიიღო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მარტა კოსი ასევე სომხეთში ჩასვლასაც აპირებს. მისი საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ არის.
თაგები:
გია ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს