
ავტორი
Front News საქართველო
განწყობა არის დადებითი, ხალხისგან მოთხოვნა არის ერთიანობაზე, ცვლილებებზე. ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ შეცვალოს ხელისუფლება, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხს მობეზრებული აქვს “ქართული ოცნების” მმართველობა.
“განწყობა არის დადებითი, ხალხისგან მოთხოვნა არის ერთიანობაზე, ცვლილებებზე, ასევე, საქართველოს დაუბრუნდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე. 12 წლის თავზე ყველას მობეზრებული აქვს “ქართული ოცნება”. ამ 12 წლის თავზე ყველა გრძნობს სიღარიბეს, სიდუხჭირეს, იმ უპერსპექტივობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში გააჩინა. დედოფლისწყაროდან ბეშუმამდე სადაც ვიყავით ყველგან ერთი და იგივე განწყობა გვხვდება. ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ შეცვალოს ხელისუფლება”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს