Logo

გია ჯაფარიძე – კომისიის დასრულების თარიღი იციან, რა შედეგი იქნება ეგეც იციან და რა თარიღებსაც უნდათ, იმას ამბობენ

პოლიტიკა
614
Frontnews image description

კომისიის ჩამოყალიბებას, მე მგონია, რომ ჰქონდა რამდენიმე მიზანი – მოქალაქეებს ყურადღება გადაეტანათ პროტესტიდან ამ კომისიის მუშაობაზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის წევრებმა გამოძიების შედეგებიც იციან და დასრულების თარიღიც.

“ამ კომისიის ნაწილში არის რაღაცები, რაც უნდა მივიღოთ სერიოზულად და არის რაღაც, რასაც არ უნდა შევხედოთ სერიოზულად. ვერ იქნება სერიოზული ის მასკარადი, რაც პარლამენტის შენობაში აქვთ მოწყობილი. კომისიის დასრულების თარიღი იციან, რა შედეგი იქნება ეგეც იციან და რა თარიღებსაც უნდათ, იმას ამბობენ.

ამ კომისიის ჩამოყალიბებას, მე მგონია, რომ ჰქონდა რამდენიმე მიზანი – მოქალაქეებს ყურადღება გადაეტანათ პროტესტიდან ამ კომისიის მუშაობაზე, რომ სანახაობა ყოფილიყო და მეორე – მოქალაქეებს შეახსენონ, რომ თქვენ “ოცნება” რომ აირჩიეთ, იმიტომ აირჩიეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყო ცუდიო”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები