Logo

გია ჯაფარიძე – “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ისიც გვაკადროს და გვითხრას, რომ 27 სექტემბრისთვისაც გვაქვს ბოდიში მოსახდელი

პოლიტიკა
1215
Frontnews image description

საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში მოსახდელი არ აქვთ ოკუპანტებისთვის, ბოდიში მოსახდელი არ აქვთ იმ ხალხისთვის, ვინც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა ეთნიკური წმენდა და განახორციელა გენოციდი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” ისიც თქვას, რომ 27 სექტემბრის მოვლენებზეც მოსახდელი აქვს საქართველოს ბოდიში.

“საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში მოსახდელი არ აქვთ ოკუპანტებისთვის, ბოდიში მოსახდელი არ აქვთ იმ ხალხისთვის, ვინც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა ეთნიკური წმენდა და განახორციელა გენოციდი. ჩვენ ამ ბოდიშს არ მოვიხდით იმიტომ, რომ ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს.  საქართველოს ხელისუფლებამ, “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ისიც გვაკადროს და გვითხრას, რომ 27 სექტემბრისთვისაც გვაქვს ბოდიში მოსახდელი. ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს”,  – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები